სალაჰი „ფენერბახჩესთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
სალაჰი „ფენერბახჩესთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა „ფენერბახჩეში“ გააგრძელოს.

თურქული მხარე უკვე ორჯერ შეხვდა 33 წლის ეგვიპტელის აგენტს, – წერს თურქული გამოცემა A Spor-ი. ცნობილია, რომ სალაჰი ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „ლივერპულს“.

როგორც ირკვევა, სალაჰმა მოითხოვა ხელფასი წელიწადში 20 მილიონი ევროს ოდენობით.