სალაჰი და „ლივერპული“ ორწლიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდნენ #1TVSPORT
სალაჰი და „ლივერპული“ ორწლიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდნენ #1TVSPORT

ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ძალიან მიუახლოვდა „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაგრძელებას.

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, სალაჰი დარჩება ინგლისურ კლუბში. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ძალიან ახლოს არის ახალ კონტრაქტთან, რომლის მიხედვითაც, ის კიდევ ორი სეზონი ითამაშებს „ლივერპულში“. ხელფასის შესახებ დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ წერენ, რომ სალაჰი მიიღებს თანხას, რომელიც მისი მოთხოვნების შესაბამისია.

მხარეები ახლოს არიან სრულ შეთანხმებასთან. დღეისთვის მუშავდება რამდენიმე დეტალი, და „ლივერპული“, როგორც არასდროს, დარწმუნებულია გარიგებაში.