სალაჰი „ბარსელონას“ მომავალ ზაფხულს ტრანსფერს დაპირდა #1TVSPORT
სალაჰი „ბარსელონას“ მომავალ ზაფხულს ტრანსფერს დაპირდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა პირობა მისცა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას, რომ 2023 წლის ზაფხულში კატალონელთა რიგებში გადავა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ამის შესახებ გაზეთმა Mirror-მა დაწერა.

წყაროს ცნობით, სწორედ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების გამო, ეგვიპტელი ფორვარდი აჭიანურებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას „ლივერპულთან“,

უფრო ადრე სალაჰმა დაადასტურა, რომ დარჩება „ლივერპულში“ 2022-23 წლების სეზონში. მაგრამ კონტრაქტის გაგრძელების მხრივ შეიძლება წარმოიშვას სერიოზული პრობლემები, რადგან ბოლო ჯერზე, როცა განიხილებოდა სალაჰის ახალი ხელშეკრულება, არსებობდა უდიდესი სხვაობა კლუბის შეთავაზებასა და ფეხბურთელის სურვილს შორის.

29 წლის ეგვიპტელის მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლის შემდეგ იწურება. 2021-22 წლების სეზონში მან 51 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.