საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება - საქართველოს ქალთა ნაკრები ფინეთს თბილისში მიიღებს #1TVSPORT
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება - საქართველოს ქალთა ნაკრები ფინეთს თბილისში მიიღებს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შეიკრიბა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი საკუთარ მოედანზე ფინეთს დაუპირისპირდება, სლოვაკეთის კი სტუმრად ეთამაშება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ა“ ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

შეკრებაზე, რომელიც თბილისში 14 ოქტომბერს დაიწყო, მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი, თეკლე გულორდავა (ორივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ნინო გუჯაბიძე (სამივე – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი (ორივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია, სალომი დიმოპულო, თეონა ბაქრაძე (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (სამივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)

საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩამდე, 20 ოქტომბერს 17:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მედიის წარმომადგენლებისთვის გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი

21 ოქტომბერი, თბილისი

საქართველო 19:00 ფინეთი

26 ოქტომბერი, პოპრადი

სლოვაკეთი 18:30 საქართველო