საკრამენტო კინგსის მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს
საკრამენტო კინგსის მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი კელი ტენანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მწვრთნელ ლუკ უოლტონს (საკრამენტო კინგსი) სექსუალური ხასიათის შევიწროებაში სდებს ბრალს. ტენანტის თქმით, ფაქტს 2014 წელს ჰქონდა ადგილი.

„მან ჯერ კისერზე, შემდეგ სახეზე და მკერდზე მაკოცა. მე ვთხოვე, გაჩერებულიყო და თავი გაენებებინა ჩემთვის. ამის შემდეგ მან შემომხედა და გაიცინა“, – აცხადებს ტენანტი.

ამის საპასუხო განცხადებაში, უოლტონის ადვოკატებმა ბრალდებას უსაფუძვლო, ტენანტს კი ავანტიურისტი უწოდეს.

ტენანტი აცხადებს, რომ ინციდენტის დროს 25 წლის იყო და ამიტომ ვერ გაბედა ხმის ამოღება.

ლუკ უოლტონი საკრამენტო კინგსის მთავარ მწვრთნელად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, მანამდე კი, 2016 წლიდან, ლოს-ანჯელეს ლეიკერსს წვრთნიდა. კალათბურთელობის დროს, მას ლეიკერსში 10 სეზონი აქვს ჩატარებული, სამწვრთნელო კარიერა კი 2014 წელს გოლდენ სტეიტ უორიორზში დაიწყო.