საკონტინენტთაშორისო თასი აეკმა მოიგო
საკონტინენტთაშორისო თასი აეკმა მოიგო

რიო-დე-ჟანეიროში კალათბურთში საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გამოვლინდა. ტურნირი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ეგიდით ჩატარდა, ამიტომაც, ევროპის საუკეთესო გუნდს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, საბერძნეთის აეკი წარმოადგენდა. სწორედ ის გახდა ტურნირის ჩემპიონი. მან ფინალში ადგილობრივი ფლამენგო დაამარცხა დიდი ანგარიშით – 86:70.

მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდმა, არგენტინის სან-ლორენსომ უპრობლემოდ დაამარცხა განვითარების ლიგის (D-League) ჩემპიონი ოსტინ ტოროს სპურსი – 77:59.

ტურნირზე რამდენიმე ცნობილი კალათბურთელი გამოდიოდა. მაგალითად, სან-ლორენსოში თამაშობს მაიამისთან ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონი ჯოელ ენტონი. ფლამენგოს რიგებში თამაშობს ცნობილი ბრაზილიელი ცენტრი ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც 13 წლის განმავლობაში გამოდიოდა NBA-ში.

მე-3 ადგილისთვის მატჩი

სან ლორენსო-ოსტინი 77:59
16:12, 14:15, 31:18, 16:14
ს-ა: ტაკერი (20+5 მოხსნა), ენტონი (14+9 მოხსნა), სიმი (13), მატა (10+6 მოხსნა+5 პასი).
ო: გრინი (18+6 მოხსნა), ბრიმა (10+10 მოხსნა).

ფინალი

აეკ-ფლამენგო 86:70
20:19, 22:14, 21:22, 23:15
ა: ტეოდორი (22+5 პასი), მაჩიულისი (17), ჯიემსი (12+7 მოხსნა), შაკოტა (11), ლარენცაკისი (10).
ფ: ვარეჟაო (21+11 მოხსნა), სოუზა (11+5 მოხსნა), ნესბიტი (10), ბალბი (9+8 პასი).