საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გაირკვა ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ფლუმინენსეს“ მეტოქეები #1TVSPORT
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გაირკვა ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ფლუმინენსეს“ მეტოქეები #1TVSPORT

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა.

ლიბერტადორესის თასის მფლობელი „ფლუმინენსე“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, ეგვიპტის „ალ-აჰლის“ შეხვდება, რომელმაც მეორე რაუნდში საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადი“ დაამარცხა – 3:1. ამ მატჩში „ალ-იტიჰადის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ერთი გოლი გაიტანა და პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში „მანჩესტერ სიტის“ იაპონიის „ურავა რედ დაიმონდსი“ ერგო. აზიის საუკეთესო გუნდმა კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მექსიკის „ლეონი“ დაამარცხა.

ნახევარფინალები 18 და 19 დეკემბერს გაიმართება, მესამე ადგილისთვის მატჩი – 22 დეკემბერს.