სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ს არ მიუღია წინასწარი შეტყობინება ირანისგან ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის მასშტაბებისა და დროის შესახებ
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ს არ მიუღია წინასწარი შეტყობინება ირანისგან ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის მასშტაბებისა და დროის შესახებ

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ წინასწარი შეტყობინება ირანისგან ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის მასშტაბებისა და დროის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა.

მილერის თქმით, ირანმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და პირადად არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ნებისმიერთან, ვისთანაც საუბარი ჰქონდათ, რომ ისინი აპირებდნენ კონკრეტული ქმედების განხორციელებას, თუმცა ირანს არ მიუწოდებია მათთვის დელატები თავდასხმის სპეციფიკის შესახებ.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია ირანის მხრიდან განხორციელებული შეტევის მიზნებისა და ვადების შესახებ.