სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ რისკის ჯგუფში მყოფ ავღანელებს ქვეყნის დატოვებაში 31 აგვისტოს შემდეგაც დაეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატები რისკის ჯგუფში მყოფ ავღანელებს ქვეყნის დატოვებაში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ განსაზღვრული ვადის, 31 აგვისტოს შემდეგაც დაეხმარება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხო გასასვლელის დაპირებას ვადა არ ეწურება.
„ჩვენი ვალდებულება რისკის ჯგუფის ავღანელებს წინაშე არ მთავრდება 31 აგვისტოს“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა არ დააკონკრეტეს, თუ როგორ დაეხმარება ვაშინგტონი ავღანეთის დატოვებაში პირებს მას შემდეგ, რაც ამერიკელი სამხედროები თვის ბოლოს ქვეყნიდან სრულად გავლენ.
აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთიდან გასვლასთან ერთად, „თალიბანმა“ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა. გასულ კვირას თალიბების ქაბულში შესვლას დედაქალაქის აეროპორტში პანიკა და ქაოსი მოჰყვა.