სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ასევე განიხილა თურქეთის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და ნატო-ს ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ასევე ესაუბრა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს – ბუქარესტის ცხრიანის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც განიხილა რუსეთის დესტაბილიზაციური სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვრის გასწვრივ; მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის ნატო-ს ერთიანი და მტკიცე პოზიციის საჭიროება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ ერთგულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი.

დატოვე კომენტარი