სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ში ევაკუირებული ავღანელების განსახლების საკითხზე კერძო ჯგუფებთან ითანამშრომლებს

08:57, 26.10.2021

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ში ევაკუირებული ავღანელების განსახლების საკითხზე კერძო ჯგუფებთან ითანამშრომლებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკელებმა სხვადასხვა სფეროდან გამოთქვეს ინტერესი, დაეხმარონ ამ პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 17 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის ფარგლებში აშშ-ში დაახლოებით 76 600 ადამიანი ჩავიდა, საიდანაც 53 000-მდე პირი ამ დრომდე რჩება თავდაცვის დეპარტამენტის კუთვნილი დაწესებულებების ტერიტორიაზე.

მსგავსი