სახალისო მომენტი კარის მონაწილეობით – ლიგის ყველა დროის საუკეთესო მსროლელმა ორჯერ მოულოდნელი შეცდომა დაუშვა

11:29, 22.01.2019

გოლდენ სტეიტ ვორიორზმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 19 ქულით სხვაობით იოლად დაამარცხა.

მატჩის მესამე პერიოდში სტეფ კარიმ ბურთი ჩაჭრა და თითქოს მარტივი 2 ქულა უნდა აეღო, თუმცა ვორიორზის გამთამაშებელს ფეხი აუცურდა, რამაც დარბაზის რეაქცია გამოიწვია.

ამის შემდეგ სტეფმა სამქულიანის ჩაგდება სცადა, თუმცა ბურთო კალათს ააცილა.

მსგავსი