საკალათბურთო თრილერი ოკლაჰომაში - სან ანტონიომ ბოლო ხუთი თამაშიდან მეოთხე წააგო [ვიდეო]
საკალათბურთო თრილერი ოკლაჰომაში - სან ანტონიომ ბოლო ხუთი თამაშიდან მეოთხე წააგო [ვიდეო]

საოცარი მატჩი გამოდგა„ჩისპეიკ არენაზე“ ოკლაჰომასა და იუტას შორის. გამარჯვებულის გამოსავლენად, ორი ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო. ორივე გუნდი, ბოლო პერიოდში, მაღალ დონეზე თამაშობს და დასავლეთ კონფერენციიდან რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან ცდილობს პლეი-ოფში მოხვედრას. „სითი თანდერს“ აღნიშნული დაპირისპირება, პოლ ჯორჯმა მოაგებინა, რომელმაც მეორე დამატებული დროის დასრულებამდე, 0.8 წამით ადრე ორქულიანი ტყორცნით ანგარიში 148:147 გახადა. დარჩენილ დროში, სტუმრებმა ზუსტი სროლის განხორციელება ვეღარ შესძლეს და ოკლაჰომამ უკანასკნელი 14 მატჩიდან, მე-12-ე მოიგო. ბილი დონოვანის გუნდი, დასავლეთში, მესამე ადგილზეა. ბრწყინვალე სეზონს ატარებს პოლ ჯორჯი. მისმა მონაგარმა, ამჯერად, 45 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. რასელ ვესტბრუკის ანგარიშზე კი, 43 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი იყო. „ჯაზმენებს“ დონოვან მიჩელმა ულიდერა 38 ქულით. იუტა ჯერჯერობით, ამავე კონფერენციაშია მეექვსე პოზიციაზეა.

პოპოვიჩის გუნდმა, ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან, მეოთხე მატჩი დათმო. „სფერსი“ ტორონტოში ჩავიდა და „ეირ კანადა ცენტრში“ ადგილობრივ „რეპტორზათან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 117:120 წააგო. ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგას, დემარ დეროუზანის და კავაი ლეონარდის ფაქტორი განაპირობებდა. შეგახსნებეთ, რომ სეზონის წინ, გაცვლის შედეგად, დეროუზენი, კანადური კლუბიდან სან ანტონიოში აღმოჩნდა, ხოლო ლეონარდი „რეპტორზში“ გადავიდა. ორივე მოთამაშემ, ახალ კლუბებში ლიდერის პოზიციები მოიპოვეს. სწორედ, დეროუზენის დაკარგვა აღმოჩნდა დღევანდელ თამაშში გარდამტეხი, როდესაც მას მოედნის ცენტრში კავაიმ მოპარა ბურთი და მასპინძლები 118:117 დააწინაურა. ლეონარდმა, 25 ქულით დაასრულა შეხვედრა, დეროუზანმა, „სფერსს“ 23 ქულა შესძინა. ტორონტო აღმოსავლეთში, ისევ მეორე ადგილზეა და მხოლოდ მილუოკი „ბაქსს“ ჩამორჩება. სან ანტონიო კი, დასავლეთში პოზიციებს კარგავს და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.