საკალათბურთო სუპერლიგის მატჩში „კაკტუსმა“ „რუსთავს“ 64:61 სძლია
საკალათბურთო სუპერლიგის მატჩში „კაკტუსმა“ „რუსთავს“ 64:61 სძლია

8 იანვარს საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშების ბოლო მატჩში „კაკტუსმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა.

რუსთაველებმა წინა მატჩში შინ ერთ-ერთი ლიდერი, „ქუთაისი“ დაამარცხეს და თბილისშიც, ცხადია, მოსაგებად ჩამოვიდნენ, თუმცა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ ქვემოქართლელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო ანგარიში 64:61 დაფიქსირდა.

კაკტუსში“ საუკეთესო იყო ტერიკ ბრიჯმენი, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა მოინაგრა დეანდრე პარკსმაც. 10 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე დაგროვდა.

რუსთაველთაგან, 24 ქულითა და 14 მოხსნით, ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 14 ქულა ადამ ბლეიზეკმა მოინაგრა, ხოლო პოლ კუპერმა პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა.