საკალათბურთო სუპერლიგა - „რუსთავმა“ სეზონის პირველი მარცხი  „დინამოსთან“ განიცადა
საკალათბურთო სუპერლიგა - „რუსთავმა“ სეზონის პირველი მარცხი „დინამოსთან“ განიცადა

საკალათბურთო სუპერლიგაში მორიგი ტურის მატჩი რუსთავში გაიმართა – ადგილობრივმა „რუსთავმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. ფავორიტი ქვემოქართლური გუნდი იყო, რომელსაც წლევანდელ სუპერლიგაში ხუთიდან ხუთი მოგება ჰქონდა.

მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე თბილისელებმა გამოიჩინეს და 84:77 გაიმარჯვეს.

თავისი გუნდის წარმატებაში 27-ქულიანი წვლილი შეიტანა ლუკა ბულაშვილმა, რომელმაც 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ბარეტ ბენსონმა 17 ქულას 12 მოხსნა მიამატა. ბარეტი დინამოელთა ახალწვეულია და პირველივე მატჩის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ამ სეზონში დიდ სარგებელს მოუტანს.

რუსთაველთაგან ორმა კალათბურთელმა მიითვალა დუბლი: გეგი ბაქრაძემ 12-12 ქულა-მოხსნა და ჯილან ვაშინგტონმა – 19 ქულა, 12 მოხსნა.