საკალათბურთო სუპერლიგა | პლეიოფის პირველი რაუნდის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგა | პლეიოფის პირველი რაუნდის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს სუპერლიგის 2025/26 წლების სეზონი პლეიოფის ეტაპზე გადავიდა და პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული თსუ მერვე განთესვის მქონე „კავკასიას“ დაუპირისპირდება. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურება:

თსუ (1) – „კავკასია“ (8) – პირველი შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება
„ბათუმი“ (2) – „ივერიონი“ (7) – პირველი შეხვედრა 24 აპრილს
„ქუთაისი“ (3) – „თელავი“ (6) – პირველი შეხვედრა 24 აპრილს
„მარგვეთი“ (4) – „ორბი“ (5) – პირველი შეხვედრა 23 აპრილს

თითოეულ წყვილში უპირატესობა რეგულარულში უკეთესი შედეგის მქონე გუნდს აქვს, ხოლო სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.

სუპერლიგა პირდაპირ დატოვა გურჯანიის „დელტამ“. პლეიაუტში კი „რუსთავი“ რანგით მეორე ლიგის, ა ლიგის ფინალისტს, კასპის „გრიფინს“ შეხვდება.