საკალათბურთო სუპერლიგა - „ოლიმპმა“ ბათუმში ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა
საკალათბურთო სუპერლიგა - „ოლიმპმა“ ბათუმში ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში მეათე ტურის მატჩში „ოლიმპი“ „ბათუმს“ ესტუმრა. როდესაც მატჩი აჭარაში იმართება, როგორც წესი, ფავორიტი „ბათუმია“. ასე იყო ამჯერედაც. თუმცა ოლიმპელებმა მატჩი დასაწყისიდან ბოლო წუთამდე დამაჯერებლად წარმართეს და 88:78 გაიმარჯვეს.

თბილისელთა შემადგენლობაში გამოირჩნენ ფოსტერი (19 ქულა), აბდულაი (18) და ჯინჭარაძე (18), თუმცა განსაკუთრებით ფასეულია ტომპსონის გარჯა, რომელმაც მართალია 5 ქულა ჩააგდო, მაგრამ მატჩი 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„ბათუმში“ 13 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ბექა ბექაურმა.