საკალათბურთო სუპერლიგა | ცნობილია ნახევარფინალური ეტაპის ყველა მონაწილე #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში პლეიოფის პირველი ეტაპი დასრულდა და ცნობილია ნახევარფინალში მონაწილე ყველა გუნდი.
ბოლო სერია ტყიბულის „ორბსა“ და „მარგვეთს“ შორის მიმდინარეობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტყიბულის გუნდმა ზესტაფონის წარმომადგენელი სტუმრად 79:72 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ნახევარფინალში.
პლეიოფის პირველი რაუნდის შედეგები:
თსუ – „კავკასია“ | სერიაში ანგარიში 3:0
„მარგვეთი“ – „ორბი“ | სერიაში ანგარიში 2:3
„ბათუმი“ – „ივერიონი“ | სერიაში ანგარიში 3:1
„ქუთაისი“ – “თელავი“ | სერიაში ანგარიში 3:0
სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის წყვილები:
თსუ – „ორბი“
„ბათუმი“ – „ქუთაისი“