საკალათბურთო მწვრთნელი ნიკოლა კუგა – საბა ფაჩულიას დიდი პოტენციალი აქვს და ის „ბარსელონას“ ნაწილი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას ვაჟი, 16 წლის საბა ფაჩულია „ბარსელონას“ წევრი გახდა. ამ თემასთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემამ, „მარკამ“ კომენტარი საკალათბურთო მწვრთნელს, ნიკოლა კუგას ჩამოართვა.
„მისი სამუშაო ეთიკის, სწავლის წყურვილისა და მუდმივად განვითარებისკენ ლტოლვის წყალობით, დარწმუნებული ვარ, მას ნათელი მომავალი აქვს. საბა ფაჩულია საოცრად ნიჭიერი, თავმდაბალი მოთამაშეა, რომელსაც ყოველდღიურად წინსვლის უდიდესი სურვილი აქვს. მისი მიდგომისა და სამუშაო ეთიკის გამო, მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა.
წვდომისა და 207-დან 210 სანტიმეტრამდე სიმაღლის, ასევე გამორჩეული ტექნიკის წყალობით, მან უკვე დაიმკვიდრა თავი 2009 წლის თაობის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად. მისი პოტენციალი უზარმაზარია და ამ წლიდან ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო კლუბის, „ბარსელონას“ ნაწილი იქნება“, – ამბობს კუგა.
საბა ფაჩულია 2009 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი მან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების რიგებში ითამაშა. გასული სეზონი მან ლას ლომას სკოლის გუნდში გაატარა, ხოლო საშუალოდ 15.5 ქულას, 5 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.