საკალათბურთო გუნდმა „დელტამ“ სახელი შეიცვალა
საკალათბურთო გუნდმა „დელტამ“ სახელი შეიცვალა

საკალათბურთო გუნდმა „დელტამ“, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, სახელი შეიცვალა და ახალი სეზონიდან „ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს.

როგორც კლუბში აცხადებენ, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის სახელით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში – სუპერლიგაში ასპარეზობა.