საკალათბურთო ევროლიგაზე მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

ათენსა და ბელგრადში საკალათბურთო ევროლიგის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ათენში „პანათინაიკოსმა” „ანადოლუ ეფესს” უმასპინძლა და 86-70 დაამარცხა.

ბერძნული გუნდის რიგებში 10 ქულიან ზღვარს 5 კალათბურთელი აცდა. ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ტაირის რაისი გამოდგა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა იანის პაპაპეტრუმ. სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი 28 ქულა შეინ ლარკინმა დააგროვა, რომელიც ამ შედეგით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

„ცრვენა ზვეზდა“ – „ხიმკი“ 90-78.