საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს ოთხი მატჩი შედგება
საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს ოთხი მატჩი შედგება
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტური დარჩა. დღეს შეხვედრები ევროპის 4 ქალაქში შედგება.
21:15 საათზე აუტსაიდერი დარუშაფაკა საკუთარ არენაზე პანათინაიკოსს უმასპინძლებს. ბერძნული გუნდი 11 მოგებითა და 13 წაგებით ჯერჯერობით მე-11 ადგილზე იმყოფება, თუმცა მერვე ადგილზე მყოფი ოლიმპიაკოსისგან მხოლოდ 1 მოგება აშორებს.
22:00 საათზე კაუნასის ჟალგირისი ესპანურ გრან კანარიას მიიღებს. ლიტველებს მხოლოდ 8 მოგება აქვთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ. 23:30 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მიუნხენში ბაიერნის მეტოქე თელ ავივის მაკაბი იქნება.
დღის ბოლო მატჩი კი 00:00 საათზე გაიმართება. დღის ეს ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში შედგება, სადაც რეალი თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს. გოგა ბითაძის ბუდოჩნოსტი საკუთარ მატჩს ხვალ 22:00 საათზე ოლიმპიაკოსთან ჩაატარებს.