ფავორიტებმა მოიგეს [ვიდეო]
ფავორიტებმა მოიგეს [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაში, გუშინ, მესამე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მატჩში, ფავორიტმა გაიმარჯვა.

მოსკოვის „ცსკამ“ სტატუსი, სტამბოლის „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გაამართლა. იტუდისის გუნდმა, 79-75 მოიგო და წაუგებლად ასპარეზობს.

ტურნირზე, მეორე თამაში მოიგო „პანათინაიკოსმა“. „ევროლიგის“ ექვსგზის ჩემპიონმა, საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, დებიუტანტი „გრან კანარია“ უშანსოდ დაამარცხა – 102-87. ბერძნულ გრანდს, 16-16 ქულით, კიტ ლენგფორდმა და ლუკას ლეკავიჩუსმა ულიდერეს. 15 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა, იანის პაპაპეტრუმ. „პაო“ ორი მოგებით და ერთი მარცხით, ჯერჯერობით მეხუთეა.


პირველი თამაში მოიგო, თელ ავივის „მაკაბიმ“. ნევენ სპაჰიას გუნდმა, პოდგორიცეში, კიდევ ერთ დებიუტანტს, „ბუდუჩნოსტს“ 78-68 აჯობა. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა, ბოლო მეოთხედში მოიპოვეს. დასკვნითი ათ წუთიანი მონაკვეთი, „მაკაბიმ“ 20-6 მოიგო.


ისრაელის კლუბის მსგავსად, სეზონის პირველი გამარჯვება გაიფორმა „ბარსელონამ.“ კატალონელებმა, საკუთარ დარბაზში, მიუნხენის „ბაიერნს“ სძლიეს 83-73. სვეტოსლავ პეშიჩის გუნდში, ანტე ტომიჩი და კრის სინგლტონი გამოირჩნენ, შეაბამისად 18 და 15 ქულით. „ბარსა“ ამ მომენტისთვის, მხოლოდ 11-ე ადგილზე იმყოფება.

დღეს, ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი ჩატარდება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის „რეალს“, სტუმრად დაუპირისპირდება. რუსული „ხიმკი“ თურქულ „ეფესს“ მიიღებს. კაუნასში ითამაშებენ, „ჟალგირისი“ და „ფენერბახჩე“. პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ კი, საკუთარ დარბაზში, მილანის „ოლიმპიას“ უმასპინძლებს