საკალათბურთო ევროლიგა 2019-20 წლების სეზონს აუქმებს
საკალათბურთო ევროლიგა 2019-20 წლების სეზონს აუქმებს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო ევროლიგის 2019-20 წლების სეზონი ოფიციალურად ჩაშლილად გამოცხადდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ წელს არც ერთი ევროტურნირი აღარ გაიმართება.

ევროლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სამომავლოდ, ტურნირის სტრუქტურაში არანაირი ცვლილებები არ იქნება და 2020-21 წლის სეზონი კვლავ 18 გუნდიანი ლიგით დაბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ახალი გუნდები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, ევროლიგაზე მოასპარეზე არაერთმა გუნდმა სეზონის ოფიციალურად ჩაშლა მოითხოვა. ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ რაიმე გზა მოეძებნა, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა, კალათბურთის მოყვარულები წელს ევროტურნირებს ვეღარ იხილავენ.