საკალათბურთო „დინამო“ ევროსეზონს იწყებს
საკალათბურთო „დინამო“ ევროსეზონს იწყებს

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ 2018/2019 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს. ირაკლი ხოშტარიას გუნდის მეტოქე ბერძნული „არისი“ იქნება.

„დინამოს“ შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. გუნდს 5 ლეგიონერი დაემატა – როჯერ დოუელი, ჯორდან ტედი სვოპშირი, ჯალენ ერლ მაკგაუგი და ლამონტ ანტუან მაკი აშშ-დან, ასევე ხორვატი დომაგოჟ ბუბალო. კლუბის ძველი შემადგენლობიდან ლევან გრძელიძე და მიხეილ ბერიშვილი დარჩნენ. მიხეილ ბერიშვილი დინამოს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.

გუნდს ასევე მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და მერაბ მირზიაშვილი შეუერთდნენ. ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი თბილისის „დინამოს“ სკოლის აღსაზრდელები არიან. ირაკლი ხოშტარიას ხელმძრვანელობით დინამო სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა.

დინამო – არისის პირველი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 20 სექტემბრს 19 საათზე დაიწყება. მატჩზე დასაწრები ბილეთები ფასი 5 და 10 ლარია.