საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „რეჯიანა“ დაამარცხა #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „რეჯიანა“ დაამარცხა #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „რეჯიანა“ 91:69 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი ძირითად ხუთეულში არ იყო და შემადგენლობაში მოგვიანებით გამოჩნდა. მან მოედანზე 14:22 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ტენერიფეს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა, მარსელინიო უერტასმა დააგროვა, რამაც დიდწილად განაპირობა ესპანური გუნდის გამარჯვება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „მანრესამ“ საკუთარ მოედანზე „პეტკიმ სპორს“ 96:87 სძლია. შემდეგ შეხვედრას „ტენერიფე“ „მანრესასთან“ 5 თებერვალს ჩაატარებს.