საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისი 64-90 არისი სალონიკი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისი 64-90 არისი სალონიკი

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოსა“ და სალონიკის „არისს“ (საბერძნეთი) შორის.

თამაში პირველივე წუთებიდან სტუმართა დომინირებით წარიმართა და დიდ შესვენებაზე ბერძნები 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ტაიმის მიმდინარეობისას არისი 18 ქულითაც იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა: სტუმრები ისევ ყველა კომპონენტში სჯაბნიდნენ მასპინძლებს და საბოლოოდ მატჩი სწორედ მათი გამარჯვებით, 64-90 დასრულდა.

განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც 22 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება, „არისმა“ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

ამ ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პორტუგალიურ „პორტუსა“ და რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.