საკა „არსენალთან“ სარეკორდო კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

13:40, 20.12.2025

ლონდონის „არსენალის“ გარემარბი ბუკაიო საკა კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, – იტყობინება გამოცემა TEAMtalk.

აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტასა და საკას წარმომადგენლებს შორის წარმატებით მიმდინარეობს. მხარეებს რამდენიმე დეტალი დარჩათ მოსაგვარებელი.

წინასწარი შეთანხმებით, საკასთან 2031 წლის ზაფხულამდე გაფორმდება ახალი კონტრაქტი. ხელშეკრულების თანახმად, გარემარბი გახდება პირველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, ვინც კვირაში 300 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

ასევე „არსენალი“ მუშაობს კონტრაქტების გაგრძელებაზე იურიენ ტიმბერთან, დეკლან რაისთან და მარტინ ედეგორთან.

მსგავსი