საკა „არსენალთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს #1TVSPORT
ბუკაიო საკამ და „არსენალმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.
ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის მონაცემებით, ინგლისელი ფეხბურთელი დათანხმდა ახალ კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე. გარემარბის მოქმედი ხელშეკრულება 24 წლის გარემარბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
აღნიშნავენ, რომ ლონდონელები საკასთან კონტრაქტს მას შემდეგ გააფორმებენ, რაც ხელშეკრულებას გააგრძელებენ ფრანგ მცველ ვილიამ სალიბასთან.
ამ სეზონში საკამ პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.