საინტერესო მინიშნება - კვარაცხელია სერია A-მ სეზონის ნომინანტებში არ დაასახელა, მაგრამ რჩება MVP-ის წოდება #1TVSPORT
საინტერესო მინიშნება - კვარაცხელია სერია A-მ სეზონის ნომინანტებში არ დაასახელა, მაგრამ რჩება MVP-ის წოდება #1TVSPORT

სერია A-მ ამპლუების მიხედვით სეზონის MVP-ის წოდების ნომინანტები დაასახელა: მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები, ასევე გამორჩეულ 23-წლამდელ ფეხბურთელთა სამეული და რაც უნდა გასაოცარი იყოს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

თუმცა, ეს ცუდი კი არა, დაიმიმედებელი ამბავია. სეზონს რეალურად გამარჯვების ორი კანდიდატი ჰყავს – ქართველი და „ნაპოლიში“ მისი ნიგერიელი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს სეზონის საუკეთესო ბომბარდირის და თავდამსხმელის ტიტული.

კვარაცხელიას დაჯილდოების გარეშე, ნაკლებად წარმოსადგენია, სეზონი დასრულდეს, რადგან ის სამჯერ აღიარეს იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ერთ ჩემპიონატში ასეთი წარმატება თვით დიეგო მარადონასაც არ ჰქონია. ე.ი. რჩება საუკეთესო მოთამაშის პრიზი – სეზონის MVP.

საუკეთესო მეკარე

ივან პროვედელი („ლაციო”), მიკელე დე გრეგორიო („მონცა”), ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია”).

საუკეთესო მცველი

ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“), ტეო ერნანდესი („მილანი”), კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).

საუკეთესო ნახევარცველი

ადრიენ რაბიო („იუვენტუსი”), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო”), ნიკოლო ბარელა („ინტერი“)

საუკეთესო თავდამსხმელი

რაფაელ ლეაო („მილანი”), ლაუტარო მარტინესი („ინტერი”), ვიკტორ ოსიმენი („ნაპოლი“).

საუკეთესო 23-წლამდელი

ტომაზო ბალდანცი („ემპოლი”), ნიკოლო ფაჯოლი („იუვენტუსი”), ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“).