საინტერესო ფაქტები ეროვნული ლიგის ბომბარდირებზე - მარუშიჩი მეხუთე ლეგიონერია, ყველაზე მეტი მეგრელაძემ გაიტანა, ევროპის „ოქროს ბურთი“ ენდელაძეს უნდა მიეღო #1TVSPORT
საინტერესო ფაქტები ეროვნული ლიგის ბომბარდირებზე - მარუშიჩი მეხუთე ლეგიონერია, ყველაზე მეტი მეგრელაძემ გაიტანა, ევროპის „ოქროს ბურთი“ ენდელაძეს უნდა მიეღო #1TVSPORT

ზორან მარუშიჩი 16 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „დინამო თბილისის“ სერბი თავდამსხმელი მეოთხე ლეგიონერია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

ეროვნული ლიგის პირველი ლეგიონერი ბომბარდირი რუსთავის „ოლიმპის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ანდერსონ აკინო იყო – 2009-10 სეზონში 26 გოლი გაიტანა.

გავიდა ორი წელი და „დინამო თბილისის“ ესპანელი ჩისკო მუნიოსი (2012-13) 24 გოლით საუკეთესო მეგოლეთა სიას სათავეში მოექცა, ხოლო მეორე სეზონში (2013-14) ტიტული 19 გოლით მოიპოვა.

მეოთხედ ოლიმპზე ნიკოლა კოვტალიუკი აღმოჩნდა – გორის „დილას“ თავდამსხმელი 2020 წელს ბომბარდირი 10 გოლით გახდა, მეხუთე ლეგიონერი კი 2021 წელს ზორან მარუშიჩი გახდა.

 

საინტერესო ფაქტები

  • ყველაზე მეტჯერ ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ ოთარ კორღალიძე (1991, 1991-92), მერაბ მეგრელაძე (1992-93, 1993-94), ზურაბ იონანიძე (1999-2000, 2002-03), სულიკო დავითაშვილი (2001-02, 2003-04), ჩისკო მუნიოსი (2012-13, 2013-14), ნიკა გელაშვილი (2008-09, 2010-11), ჯაბა დვალი (2005-06, 2011-12), ბუდუ ზივზივაძე (2016, 2018)
  • ყველაზე მეტი გოლი ბომბარდირებიდან ლეგენდად ქცეულმა მერაბ მეგრელაძემ გაიტანა – 1992-93 სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელმა ანგარიშზე 41 გოლი ჩაიწერა. 40-40 გოლით საუკეთესოები გახდნენ ლანჩხუთის „გურიას“ თავდამსხმელი ოთარ კორღალიძე (1991-92) და ზესტაფონის „მარგვეთის“ თავდამსხმელი, ზვიად ენდელაძე (1995-96).
  • ყველაზე ცოტა გოლი ბომბარდირებიდან ნიკოლა კოვტალიუკის ანგარიშზეა – გორის „დილას“ თავდამსხმელმა 2020 წელს ეს 10 გოლით მოახერხა. მაგრამ მიზეზი პანდემია იყო – ჩემპიონატი 2 წრედ გაიმართა და სულ 18 მატჩი ჩატარდა.

 

ეროვნული ლიგის ყველა სეზონის ბომბარდირები

სეზონი ფეხბურთელი გუნდი გოლები

1990 – გია გურული, დინამო თბილისი 23, მამუკა ფანცულაია, გორდა რუსთავი 23

1991 – ოთარ კორღალიძე, გურია ლანჩხუთი 14

1991-92 – ოთარ კორღალიძე, გურია ლანჩხუთი 40

1992-93 – მერაბ მეგრელაძე, სამგურალი 41

1993-94 – მერაბ მეგრელაძე, მარგვეთი 31

1994-95 – გიორგი დარასელია, კოლხეთი ფოთი 26

1995-96 – ზვიად ენდელაძე, მარგვეთი 40

1996-97 – გიორგი დემეტრაძე, დინამო თბილისი 26, დავით უჯმაჯურიძე, დინამო ბათუმი 26

1997-98 – ლევან ხომერიკი, დინამო თბ 23

1998-99 – მიხეილ აშვეთია, დინამო თბ 26

1999-00 – ზურაბ იონანიძე, ტორპედო 24

2000-01 – ზაზა ზირაქიშვილი, დინამო თბ. 21

2001-02 – სულიკო დავითაშვილი, ლოკომოტივი/მერანი 18

2002-03 – ზურაბ იონანიძე, ტორპედო 26

2003-04 – სულიკო დავითაშვილი, ტორპედო 20

2004-05 – ლევან მელქაძე, დინამო თბილისი 27

2005-06 – ჯაბა დვალი, დინამო თბილისი 21

2006-07 – სანდრო იაშვილი,დინამო თბილისი 27

2007-08 – მიხეილ ხუციშვილი, დინამო თბილისი 16

2008-09 – ნიკოლოზ გელაშვილი, ზესტაფონი 20

2009-10 – ანდერსონ აკინო, ოლიმპი რუსთავი 26

2010-11 – ნიკოლოზ გელაშვილი, ზესტაფონი 18

2011-12 – ჯაბა დვალი, ზესტაფონი 20

2012-13 – ჩისკო მუნიოსი, დინამო თბილისი 24

2013-14 – ჩისკო მუნიოსი, დინამო თბილისი 19

2014-15 – ირაკლი მოდებაძე, დილა გორი 16

2015-16 – გიორგი ქვილითაია, დინამო თბილისი 24

2016 – ბუდუ ზივზივაძე, სამტრედია 15

2017 – ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 25

2018 – გიორგი გაბედავა, საჩხერის ჩიხურა 22, ბუდუ ზივზივაძე, დინამო თბილისი 22

2019 – ლევან კუტალია, დინამო თბილისი 20

2020 – ნიკოლა კოვტალიუკი, დილა გორი 10

2021 – ზორან მარუშიჩი, დინამო თბილისი 16

წართმეული „ოქროს ბუცი“

1995–96 სეზონის შემდეგ ზვიად ენდელაძეს ჰქონდა შანსი, მიეღო ევროპის ოქროს ბუცი, მაგრამ ზესტაფონის „მარგვეთის“ თავდამსხმელს – მას ეს შანსი ჯილდოს დამწესებელმა გამოცემა ფრანგულმა „ეკიპმა“ წაართვა.

ფრანგულმა გაზეთმა „ეკიპმა“ და „ადიდასმა“ 1968 წელს შექმნეს საკმაოდ მარტივი წესი: მოთამაშე, რომელიც გაიტანდა ყველაზე მეტ გოლს მიუხედავად ჩემპიონატის დონისა და ხანგრძლივობისა, მიიღებდა პრიზს. ამ პერიოდში გერდ მიულერმა, დუდუ გეორგესკუმ და ფერნანდო გომესმა 2-ჯერ გაიმარჯვეს. ჯილდო 1991 წლამდე გაიცემოდა.

1992-1996 წლებში ოქროს ბუცი გააუქმეს. საქმე ისაა, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა პროტესტი, რომლის მიხედვითაც პრიზი უნდა მიეღო კვიპროსელ ფეხბურთელს, რომელსაც 40 გოლი ჰქონდა აქტივში (ოფიციალურ ბომბარდირებს 19-19 გოლი ჰქონდათ). ამის გამო 1991 დან 1996 წლამდე მიუხედავად გამარჯვებულების გამოვლენისა დაჯილდოება არ ჩატარებულა, თუმცა „ადიდასი“ აძლევდა არაოფიციალურ ჯილდოს. „ოქროს ბუცი“ არ მიუღია ქართველ ზვიად ენდელაძესაც, რომელმაც ზესტაფონის „მარგვეთის“ რიგებში 40 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად ჯილდოს გადაცემა 1996–97 წლების სეზონიდან განახლდა: „ევროპის სპორტულმა მედიამ“ (ინგლ. European Sports Media) „ოქროს ბუცის“ დაპატრონების შანსი გაუზარდა ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც უფრო რთულ ჩემპიონატში გაჰქონდათ ბევრად ნაკლები გოლი.

ახალი ქულათა სისტემის მიხედვით ეს დონე განისაზვრა უეფა-ს არეალში მყოფი გუნდების ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბების ბოლო ხუთი წლის კოეფიციენტზე. უეფა-ს რეიტინგით ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი გოლი ჩაითვლება ორ ქულად, ექვსიდან 21-ემდე – 1.5 ქულად, ყველა დანარჩენი, მათ შორის, საქართველოში გატანილი – 1 ქულად. ამგვარად, უფრო ძლიერ ჩემპიონატში გატანილი გოლი უფრო მეტი ქულით ფასდება და შესაძლებელია ფეხბურთელი ოქროს ბუცის მფლობელი ნაკლები გოლით გახდეს.