საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, საჭესთან სიმთვრალის ან ალკოტესტირებისგან თავის არიდების 36 571 ფაქტი გამოვლინდა
საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, საჭესთან სიმთვრალის ან ალკოტესტირებისგან თავის არიდების 36 571 ფაქტი გამოვლინდა

საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, პატრულმა ავტომობილის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის ან სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდების 36 571 ფაქტი გამოავლინა.

მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ივლისიდან ავტომობილის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის ან გადამოწმებისგან თავის არიდების 10 169 ფაქტი დაფიქსირდა. 2018 წლის განმავლობაში მონაცემები გაორმაგდა და 20 244 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება 2019 წელს, მარტის ჩათვლით საჭესთან ალკოჰოლური სიმთვრალის ან გადამოწმებისგან თავის არიდების 6 158 ფაქტი გამოვლინდა.