საგოლე პასი ქუსლით და გოლი - მესი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
MLS-ის რეგულარულ სეზონში მორიგი სათამაშო დღე შედგა. „ინტერ მაიამიმ“, რომლის რიგებში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ლიონელ მესი, შინ 3:1 დაამარცხა „ლოს ანჯელეს გელაქსი“.
ფლორიდულ კლუბში გოლები ექსბარსელონელებმა გაიტანეს: ჟორდი ალბამ სერხიო ბუსკეტსის პასით, ლიონელ მესიმ როდრიგო დე პაულის გადაცემით და ლუის სუარესმა, რომელსაც ქუსლით ბრწყინვალე პასი მისცა მესიმ.
ამ მოგებით „ინტერ მაიამი“ 24 მატჩში 45 ქულით მეხუთე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და ლიდერ „ცინცინატის“, რომელსაც 27 მატჩი აქვს ჩატარებული, შვიდი ქულით ჩამორჩება.