საგოლე გადაცემა „საბაჰთან“ - ვოლკოვი „ზირას“ მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
საგოლე გადაცემა „საბაჰთან“ - ვოლკოვი „ზირას“ მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი თამაში ჩაატარა და „ზირას“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურში „ზირამ“ საკუთარ მოედანზე „საბაჰს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მეტოქის კარში ჰამუდუ კეიტამ გაიტანა. მან ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, ხოლო გადამწყვეტი გოლი ანგარიშზე 90+2-ე წუთზე ჩაიწერა.

დავით ვოლკოვი „ზირას“ შემადგენლობში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მეორე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარისკენ უდიდესი სიჩქარით ისე გაიქცა, მცველი დიიდ მანძილით ჩამოიტოვა და კარის წინ გახსნილ კეიტას ბურთი თავზე დაასვა.

მერაბ გიგაურის „კეშლა“ ბაქოში მოქმედ ჩემპიონს, „ნეფთჩის“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამართული მე-16 ტურში გამარჯვებით „ზირამ“ 28 ქულა დააგროვა, მოქმედ ჩემპიონს, ბაქოს „ნეფჩის“ (25) გადაასწრო და მეორეადგილოსან „გაბალას“ (29) მხოლოდ ქულით ჩამორჩება. „კეშლა“ (14) კი რთულ მდგომარეობაშია – 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა და ბოლოადგილოსან „საბაილს“ მხოლოდ სამი ქულით ასწრებს.

დავით ვოლკოვი 10 გოლით აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას კვლავ ლიდერობს – კონკურენტები, „ყარაბაღის“ ხორვატი შემტევი ფილიპ ოზობიჩი და „საბაჰის“ ლეგიონერი ჯო ლანც მიკელსი ქართველი თავდამსხმელს სამი გოლით ჩამორჩებიან.