საგოლე გადაცემა კვარაცხელიასგან - „რუბინი“ ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
საგოლე გადაცემა კვარაცხელიასგან - „რუბინი“ ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში თავი მორიგი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ყაზანის „რუბინმა“ კი ეკატერინბურგის „ურალი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა.

პრემიერლიგის მე-7 ტურში ყაზანელებმა მეტოქე ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე მიიღეს და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. ყველაფერი მე-2 წუთზე დაიწყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში შევარდა და კართან ანდრეს დრეიერი მოძებნა, რომელმაც ქუსლით ზუსტად დაარტყა.

 

ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის აღება. მე-18 წუთზე მორიგი დრიბლინგი ძლიერი დარტყმით დაასრულა, მაგრამ მეტოქე მეკარემ ნახტომში გადაარჩინა, დამატებაზე კი იგორ სამოშნიკოვმა ბურთი ძელს მოარტყა.

ეკატერინბურგისურალთან“ მატჩის მთავარი გმირი ყაზანელთა დანიელი ახალწვეული იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. დრეიერმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ (79 და 90-ე წუთებზე) აიღო. ერთი გოლიც არტიომ მამინის (13) ანგარიშზეა და „რუბინმა“ 4:0 მოიგო.

7 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ 14 ქულა დააგროვა და ლიდერს, პეტერბურგის „ზენიტს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე და მესამეადგილოსან „სოჭს“ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ – მხოლოდ ქულით.