საგარეჯოს „გარეჯის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძეა, — ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენს გუნდს ახალი სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს. მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძეა, მისი ასისტენტები კი სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე იქნებიან“, — ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიქაძის დანიშვნამდე გუნდს თენგიზ კობიაშვილი წვრთნიდა. ის მე-7 ტურის შემდეგ გადადგა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და „გარეჯის“ ბავშვთა აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ბოლო ტურში გუნდი მოედანზე დროებით რამაზ მუმლაძემ გაიყვანა.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯი“ პირველ შეხვედრას შაბათს, 19 აპრილს გამართავს — მე-9 ტურში საგარეჯოელები ქუთაისის „ტორპედოს“ 20:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე დაუპირისპირდებიან.