საგარეჯოს „გარეჯმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯს“ 31 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა შეუერთდა, — ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კაჭარავამ კარიერა „დინამო თბილისის“ მეორე გუნდში დაიწყო, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა ყაზანის „რუბინთან“. თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში და „ცხინვალში“ ჩაირიცხა, სადაც ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა.

შემდეგ იყო „როსტოვი“, იჯარით გადასვლა კვიპროსის „ეთნიკოს ახნაში“, სადაც 16 გოლით 2016/17 წლების სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მესამე ადგილი დაიკავა. 2017 წლის 18 ივნისს პოლონურ „კორონა კიელცეს“ შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელი გახდა.

კვიპროსის შემდეგ, 2022 წლის 8 თებერვალს ნიკა სამხრეთ კორეის K ლიგის მეორე დივიზიონის კლუბ „ჯეონამ დრაგონსში“ ჩაირიცხა. მოგვიანებით ითამაშა ქუთაისის „ტორპედოში“, ლიეტუვის „პანევეჟისში“, კვიპროსის „სპარტაკოს კიტიუში“ და ბოლოს — „გაგრაში“, სადაც ახალგაზრდული კარიერის ნაწილი გაატარა.

ნიკა კაჭარავა 2016-2020 წლებში სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.