საგარეჯოს „გარეჯმა“ მორიგი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
დავით სხირტლაძის შემდეგ საგარეჯოს „გარეჯმა“ კიდევ ერთი თავდამსხმელი, ბანტუ მზვაკალი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
31 წლის სამხრეთაფრიკელი თავდამსხმელი საქართველოსთვის უცხო ნამდვილად არ არის – აქამდე მას სამი ქართული კლუბის შემადგენლობაში უთამაშია: „რუსთავში“, გორის „დილასა“ და ქობულეთის „შუქურაში“.
2024 წლის იანვარში ბანტუ მზვაკალი საუდის არაბეთში, რანგით მეორე ლიგის „ალ შაებში“ ჩაირიცხა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა მშობლიური ქვეყნის წარმომადგენელ ქეიფ თაუნის „აიაქსში“, „ჩიპა იუნაიტედში“, „ბიდვესტში“, ასევე შვედურ „ბრაგეში“ და „სვოლოუზში“.