საგარეჯოს „გარეჯი“ 2025 წლის საფეხბურთო სეზონისთვის თურქეთში მოემზადება. გუნდმა ტესტ-მატჩები უკვე დაგეგმა
„გარეჯი” 15 თებერვალს თურქეთში, ქალაქ ლარაში შეკრებაზე გაემგზავრება. ორკვირიანი მომზადების პერიოდში გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი დაგეგმა.
მთავარმა მწვრთნელმა, თენგიზ კობიაშვილმა მოსამზადებლად შემადგენლობა შეარჩია. შეკრების პერიოდში გუნდს თორნიკე კაპანაძე და მათე ქომეთიანი შეუერთდებიან.
16 თებერვალი – „კასპიი“ (ყაზახეთი)
19 თებერვალი – „ოზგონი“ (ყირგიზეთი)
20 თებერვალი – „ორდაბასი“ (ყაზახეთი)
24 თებერვალი – ტაშკენტის „ლოკომოტივი“ (უზბეკეთი)