საგანმანათლებლო კურსი საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის #1TVSPORT
საგანმანათლებლო კურსი საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო კურსი დაიწყო – მისი ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არიან.

მონაწილეთა შორის საქართველოში მოქმედი ყველა სპორტული მიმართულების ექიმია – ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ქალთა ლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წარმომადგენლები.

კურსს ეროვნული ნაკრების ყოფილი ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლო დროს უცხოეთში საქმიანობდა. კურსის მონაწილე ექიმები სამი დღის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

კურსის პირველ დღეს, მსმენელებს კახა ჭუმბურიძემ მიმართა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზდენტმა კურსის და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ფეხბურთს ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, წარმატებული კურსდამთავრებულები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს და უეფას სერტიფიკატს მიიღებენ.