საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი PUFF-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დატოვე კომენტარი