საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა დასახელების 24 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი შემოიტანეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის ჯამური ღირებულება აღემატება 102 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.