საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – კონიაკი და არაყი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 17 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დატოვე კომენტარი