საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა - „კრემონეზეს“ ოფიციალური ვებგვერდი ლოჩოშვილის დაჯილდოებას გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა - „კრემონეზეს“ ოფიციალური ვებგვერდი ლოჩოშვილის დაჯილდოებას გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT

„კრემონეზეს“ ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა გუნდისა და საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის წარმატებას, რომელმაც ავსტრიული ფეხბურთის ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიალზე ჯილდო „წლის საუკეთესო ემოციისთვის“ მიიღო.

„ჩვენმა მცველმა ლოჩოშვილმა მიიღო ჯილდო „წლის საუკეთესო ემოცია“ შარშან ვენის „აუსტრიისა“ და „ვოლფსბერგერის“ მატჩის დროს მომხდარის გამო. მან მოედანზე უგონოდ დავარდნილი მეტოქე რომ დაინახა, მაშინვე დასახმარებლად მივარდა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ლუკამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა“, – წერს „კრემონეზეს“ ოფიციალური ვებგვერდი.

ეს ამბავი გასული წლის თებერვალში ვენის „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგის“ მატჩის დროს მოხდა. ვენის გუნდის ფეხბურთელმა გეორგ ტეიგლმა თავში ძლიერი დარტყმის შემდეგ გონება დაკარგა, ხოლო „ვოლფსბერგის“ ქართველი მცველი („კრემონეზეს“ ამჟამინდელი ფეხბურთელი) მაშინვე მივარდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა. დრამატულ მომენტი ლუკას ჩარევის წყალობით, კარგად დასრულდა.

ლუკა ლოჩოშვილს ჯილდო ავსტრიული ფეხბურთის ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიალზე უნდა მიეღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და „კრემონეზეს“ ფეხბურთელი დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან „ნაპოლისთან“ სერია „ა“-ს მატჩისთვის ემზადებოდა, მან საზეიმო ცერემონიალის ორგანიზატორებსა და დამსწრეებს ვიდეომილოცვით მიმართა.