საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო ღამით 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

12:03, 23.07.2026

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ღამის განმავლობაში სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით როიტერი იუწყება.

მათივე ცნობით, ხანძარმა ქალაქ ბორდოს დასავლეთით დაახლოებით 2 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

პრეფექტურის ცნობით, ცეცხლთან ბრძოლაში 500 მეხანძრეა ჩართული. ცეცხლი არკაშონის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს, რომელიც პოპულარული ტურისტული ზონაა.

ევაკუირებულთა დიდი ნაწილი ტურისტები არიან, რომლებიც კემპინგებში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი