საფრანგეთში სეზონი დაიწყო, ნეიმარი კი პორტუგალიაში ისვენებს
საფრანგეთში სეზონი დაიწყო, ნეიმარი კი პორტუგალიაში ისვენებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, რომელიც, სავარაუდოდ, დატოვებს პარიზულ კლუბს, შესანიშნავად ატარებს დროს.

ბრაზილიელი პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც იახტაზე მეგობრებთან და მამასთან ერთად ისვენებს. გარდა ამისა, ნეიმარი პორტუგალიის ქალაქ ოლიანში პაულა ფერნანდესის კონცერტს დაესწრო.

უფრო ადრე „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ჩემპიონი აწარმოებს მოლაპარაკებებს ნეიმარის გაყიდვაზე. არსებობს ორი რეალური პრეტენდენტი: „ბარსელონა“ და „რეალი“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ფულადი ჯარიმა მიიღო იმის გამო, რომ პირველ შეკრებაზე არ გამოცხადდა.