საფრანგეთში საავადმყოფოებიდან სამედიცინო ნიღბებსა და სადეზინფექციო ხსნარებს იპარავენ
საფრანგეთში საავადმყოფოებიდან სამედიცინო ნიღბებსა და სადეზინფექციო ხსნარებს იპარავენ

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთის საავადმყოფოებიდან 11 ათასზე მეტი სამედიცინო ნიღაბი და 1 400 ბოთლი სადეზინფექციო ხსნარი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, გასული კვირის ბოლოს ორიათასზე მეტი დამცავი ნიღაბი მოიპარეს პარიზის ბიშეს საავადმყოფოდან. ამას გარდა, კიდევ ორიათასი ნიღაბი მოპარულია მარსელის ჰოსპიტალში. გაუჩინარებულ ნიღბებს შორის არის, როგორც პაციენტებისთვის განკუთვნილი პირბადეები, ისე FFP2-ის რესპირატორული ნიღბები, რომლებიც ექიმებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, მედპერსონალის საჭიროების უზრუნველსაყოფად უწყებამ დამატებით 20 მილიონი სამედიცინო ნიღაბი შეიძინა.