საფრანგეთში მიმდინარე სეზონის დასრულებისა და ახლის დაწყების თარიღები დაადგინეს 

10:50, 11.04.2020

საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ დაადგინა მიმდინარე სეზონის დასრულებისა და ახალი სეზონის დაწყების თარიღები, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

წყაროს ცნობით, 2019-20 წლების სეზონი უნდა დასრულდეს 25 ივლისს, მომდევნო კი დაიწყოს – 23 აგვისტოს.

ამ მომენტისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატში ნათამაშებია 28 ტური და ლიდერობს „პარი სენ-ჟერმენი“, რომელსაც 68 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა „მარსელი“ 12-ქულიანი ჩამორჩენით.

მსგავსი