საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა, დაღუპულია ოთხი ადამიანი

00:38, 16.07.2019

საფრანგეთში რეგიონული სამგზავრო მატარებელი გადასასვლელზე ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

სარკინიგზო კატასტროფა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მარნას დეპარტამენტში მოხდა. დაღუპულთა შორის ერთი ქალი და სამი ბავშვია, ოთხივე ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

კატასტროფის დროს მატარებელში 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ოთხმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მსგავსი