საფრანგეთში, ლიონის მახლობლად ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავდა ოთხი ადამიანი
საფრანგეთში, ლიონის მახლობლად ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავდა ოთხი ადამიანი

საფრანგეთში მდებარე ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ლიონის მახლობლად, სენ ფონში, ნორვეგიული კომპანია Elkem-ის ქარხანაში მოხდა.

„ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო“, – განაცხადეს კომპანიაში. რამ გამოიწვია აფეთქება, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

ნორვეგიული კომპანია Elkem 1904 წელს დაარსდა და ქიმიურ მასალებს აწარმოებს.